

წარმატებით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრებმა, ბელდუხ გავაშელიშვილის ხელმძღვანელობით, 5 მედალი – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა.
ხარაგაულელმა ზაურ ბერაძემ (84) გადამწყვეტ შეხვედრაში სომეხი ჰოვანეს მხითარიანი მეოთხე წუთის მიწურულს ხალიჩას ბეჭებით გააკრა, წმინდა გამარჯვება მიითვალა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97) გახდა, ვერცხლის მედალს ნიკა კენჭაძე (74), ხოლო ბრინჯაოს, ზაურ ბერაძის გარდა, ედემი ბოლქვაძე (60) და თეიმურაზ ვანიშვილი (55) დაეუფლნენ.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 52 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, პირველზე რუსეთი გავიდა 67, მეორეზე აზერბაიჯანი 58 ქულით. ევროპირველობაზე სულ 28 ქვეყნის ნაკრები იღებდა მონაწილეობას.
1-2 ივლისს, ევროპირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის