

ხარაგაულში მოქმედ ორგანიზაციებს შორის 12 ივნისიდან საფეხბურთო ტურნირი დაიწყო.
დღეს, 11:00 საათზე, ერთმანეთს ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ გუნდები შეხვდნენ. თამაში ფრედ დასრულდა.
13:00 საათზე ხარაგაულის სპორტული სკოლისა და ააიპ ტურიზმის ხელშეწყობის გუნდები შეხვდნენ. თამაში სპორტულმა სკოლამ გაიმარჯვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის, სპორტის საკითხებში, უჩა ცხადაძის, ინფორმაციით, 13 ივნისს, 11:00 საათზე, ერთმანეთს ააიპ კულტურისა ცენტრისა და ხარაგაულის რკინიგზის გუნდი შეხვდებიან;
13:00 საათზე – გამგეობისა და ააიპ ხარაგაულის ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის გუნდები;
14 ივნისს, 11:00 საათზე – ხარაგაულის სპორტული სკოლისა და გამგეობის გუნდები;
12:00 საათზე – სახანძრო სამაშველო სამსახურისა და რკინიგზის გუნდები;
13:00 საათზე – კულტურის ცენტრისა და ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ გუნდები;
15 ივნისს, 11:00 საათზე – კულტურის ცენტრისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის გუნდები;
12:00 საათზე – ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობისა“ და რკინიგზის გუნდები.
აღნიშნული ტურნირი ყოველწლიურად იმართება.
23 ივნისს ხარაგაულში მსოფლიო გარბენი მოეწყობა, ხოლო ივლისში სამაგიდო სპორტული თამაშების კვირეული გაიმართება“.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი