

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა ქეთევან ზუმბაძემ 5 ივნისს საკრებულოს სხდომაზე სასამართლოს გადაწყვეტილება წარადგინა.
ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ბორითში გამგებლის წარმომადგენელი ვლადიმერ ბარბაქაძე და შტატგარეშე თანაშრომელი მალხაზ სებისკვერაძე სისხლის სამართლის დამნაშავეებად არიან ცნობილები.
2016 წლის 9 ოქტომბერს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვლადიმერ ბარბაქაძე და მალხაზ სებისკვერაძე, „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად, თავს დაესხნენ უბისაში მცხოვრები დავით მახათაძის ოჯახს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მისი ოჯახის წევრებს.
დავით მახათაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიის წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონულმა ორგანიზაციამ ამ საკითხზე გაზეთში „ჩემი იმერეთი“ სტატია გამოაქვეყნა.
დეპუტატმა ქეთევან ზუმბაძემ საკრებულოს სხდომაზე ხარაგაულის გამგებელს მოუწოდა, რომ დამნაშავეებად ცნობილი საჯარო მოხელეები დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, 7 ივნისს ვლადიმერ ბარბაქაძე და მალხაზ სებისკვერაძე გამგებელმა, პირადი განცხადებების საფუძველზე, თანამდებობებიდან გაათავისუფლა.
ნინო კაპანაძე
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის