ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საზოგადოებრივ ცენტრში დღეს, 7 ივნისს, ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ტრენინგი გაიმართა.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეულმა ტრენერმა, იურისტმა, თინათინ რამიშვილმა, ყურადღება გაამახვილა ოჯახში ძალადობის მახასიათებლებსა და სახეობებზე.
მისი განმარტებით, ევროპის საბჭოს კონვენციას, რომელიც სტამბოლის კონვენციის სახელითაა ცნობილი, საქართველო 2014 წლის 9 ივნისს შეუერთდა. ამის გამო ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საქართველოს კანონში 20-მდე ცვლილება შევიდა.
„სტამბულის კონვენციით განისაზღვრა, რომ ოჯახში ძალადობა არ არის მხოლოდ ოჯახური საქმე და ყველა ჩვენგანმა ხმა უნდა აიმაღლოს ოჯახური ძალადობის ფაქტზ., სწორედ ამას ემსახურება იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ წამოწყებული უფასო ტრენინგების კამპანია, რომელიც ხელს შეუწყობს ამ საკითხის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას,“ – ამბობს თინათინ რამიშვილი.
დღესვე, ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ უფასო ტრენინგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი უფასო ტრენინგებს მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს.
ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
თამთა გოგოლაძე
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.