

დღეს, 7 ივნისს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ინიციატივითხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე კიცხისა და შორაპანის საზოგადოებრივ ცენტრებში ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ უფასო ტრენინგები ჩატარდება.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრი პირველი მაისიდან ექვსი თვის მანძილზე ატარებს უფასო ტრენინგებს მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ გააქტიურება. უფასო ტრენინგები უზრუნველყოფს, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობამ მიიღოს ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მათი უფლებების დაცვის საშუალებებზე; აგრეთვე იმ სერვისებზე, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს ძალადობის მსხვერპლ პირებს.
უფასო ტრენინგებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს 14 წლის ასაკიდან წინანსწარი რეგისტრაციით.
რეგისტაციის გავლა შეიძლება იუსტიციის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე www.tcj.gov.ge.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის