ააშენებს თუ არა შპს „მარეთი 777“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში საბავშვო ბაღს, ეს საკითხი, სავარაუდოდ ოთხშაბათს, 17 მაისს, გაირკვევა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი 200 764 ლარზე გამოცხადდა. მშენებელმა ორგანიზაციამ შპს „მარეთი 777“ ტენდერში 167 777 ლარი დააფიქსირა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისიამ მშენებელს ანალოგიური მშენებლობის გამოცდილების არქონის გამო, ტექნიკური დოკუმენტაცია დაუწუნა და დისკვალიფიკაცია მისცა.
შპს „მარეთი 777“-ის დირექტორმა უშანგი ფუტკარაძემ ეს გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოში გაასაჩივრა. უშანგი ფუტკარაძის მოთხოვნა სააგენტომ დააკმაყოფილა.
„სამშენებლო კომპანიამ სატენდერო კომისიისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების უფლება მიიღო,“ – ამბობს უშანგი ფუტკარაძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების განყოფილების უფროსის, ზურაბ იჩიქიტიძის ინფორმაციით, სატენდერო კომისია შპს „მარეთი 777“-ის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას განმეორებით განიხილავს და, სავარაუდოდ, ანალოგიური სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტებსაც მოსთხოვს.
ზურაბ იჩქიტიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობა დროულად და ხარისხიანად შესრულდეს.
ნადაბურის ბაღის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მეორე სამშენებლო კომპანიამ – შპს TU-KA 174 444 ლარი დააფიქსირა.
ნადაბურში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა. ნადაბურში, რამდენიმე თვეა, ა/ო „კივიტას გეორგიკას“ პროექტის ფარგლებში სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებს. მათი მშობლები საბავშვო ბაღის აგებას ელიან.
ფოტოზე: ნადაბურის სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელები
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.