

ტრადიციული თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2017“ წელს 27 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.
ეს ინფორმაცია იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებს თეატრალური ფესტივალის დირექტორმა ლევან როხვაძემ ხარაგაულში გაფართოებულ თათბირზე მიაწოდა. მისი ინფორმაციით, ჟიურის შემადგენლობაში წელს თეატრთმცოდნეები ნიკა წულუკიძე, მაკა ვასაძე და ლელა ოჩიაური იქნებიან. აღსანიშნავია, რომ იმერეთის თეატრალურ ფესტივალში წელს საინგილოს თეატრი ჩაერთვება.
„გვირილობის დღესასწაული“ ქუთაისში ტრადიციულად 2 მაისს გაიმართება. ღონისძიებაში, რომელიც მუხნარის ტყე-პარკში გაიმართება, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი წარდგება ეთნოგრაფიული ნამუშევრებითა და სუფრით.
ამ ღონისძიების დეტალები 27 აპრილს ქუთაისში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გამგეობების კულტურის სამსახურების უფროსებს დეტალურად გააცვნეს.
ნინო კაპანაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის