დღეს, 25 აპრილს, ხარაგაულში იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე უძღვებოდა.
სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ კოორდინატორმა ანჟელა ორჯონიკიძემ მუნიციპალიტეტის გამგებლებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ჩაერთოს მოსახლეობა კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამაში.
მან ყურადღება სკრინინგის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში კიბო აღარ არის განაჩენი და ადრეულ ეტაპზე მისი აღმოჩენა განკურნებადია.
ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის სკრინინგი შესაძლებელია როგორც ქუთაისში, ასევე მუნიციპალიტეტებში პორტატული ლაბორატორიების მეშვეობით. თვითმმართველობებმა „ევექსს“ უნდა მიაწოდონ გამოკვლევის მსურველთა ადგილზე მომსახურების გრაფიკი.
მუნიციპალიტეტების გამგებლებმა ყველაზე მეტი შენიშვნა და შეკითხვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ გამოთქვეს. გამგებლების თქმით, ხშირად სოციალური აგენტები დაინტერესებულნი არიან კონკრეტული ოჯახისთვის ფულადი შემწეობის დანიშვნა-გაუქმებით.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე თამაზ ვაშაყმაძემ გამგებლებს სთხოვა, რომ კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდონ სოცაგენტების მხრიდან საქმის არაკეთილსინდისიერად შესრულების თაობაზე.
თამაზ ვაშაყმაძემ ყურადღება გაამახვილა დასაქმების პროგრამაზე, რომელსაც მათი სამსახური ახორციელებს. მისი თქმით, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, დასაქმების პროგრამაში ჩართვის მსურველთა რიცხვი მცირეა.
შეხვედრაზე ითქვა, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმირება დასაქმების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით.
მარტის მონაცემებით, იმერეთში ფულად სოციალურ შემწეობას 19 431 ოჯახი იღებს.
ტრადიციული თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2017“ წელს 27 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. ეს ინფორმაცია იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებს თეატრალური ფესტივალის დირექტორმა ლევან როხვაძემ მიაწოდა. მისი ინფორმაციით, ჟიურის შემადგენლობაში წელს თეატრთმცოდნეები ნიკა წულუკიძე, მაკა ვასაძე და ლელა ოჩიაური იქნებიან.
„გვირილობის დღესასწაული“ ქუთაისში ტრადიციულად 2 მაისს გაიმართება. ღონისძიებაში, რომელიც მუხნარის ტყე-პარკში გაიმართება, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი წარდგება ეთნოგრაფიული ნამუშევრებითა და სუფრით. ამ ღონისძიების დეტალებს 27 აპრილს ქუთაისში, სამხარეო ადმინისტრაციაში, გამგეობების კულტურის სამსახურების უფროსებს დეტალურად გააცნობენ.
იმერეთის მხარის სპორტული მიღწევებისა და 2017-2020 წლების ოლიმპიური ციკლის შესახებ ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით გორდელაძემ ისაუბრა. მისი თქმით, სპორტსმენებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან სპორტის დასაფინანსებლად გაღებული ერთი ევრო 50 ევროთი ამცირებს ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს დაფინანსებას.
სამხედრო გაწვევის კუთხით იმერეთში არსებულ პრობლემებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და გაწვევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოჩა ხარშილაძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ კუთხით სერიოზული ჩავარდნაა. გამგებლებმა თავის მხრივ ამის მიზეზები დაასახელეს.
გოჩა ხარშილაძის ინფორმაციით, მუშავდება სარეზერვო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდება.
იმერეთში წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და გამოცხადებული ტენდერები რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ზურაბ გაბიძაშვილმა მიმოიხილა. მან დამაკმაყოფილებლად შეაფასა მუნიციპალიტეტებში ამ კუთხით მიმდინარე პროცესები და გამგებლებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილი სიახლე გააცო.
ზურაბ გაბიძაშვილის ინფორმაციით, სამინისტრო გეგმავს, რომ მუნიციპალიტეტებმა პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილ თანხაში 5% ზედამხედველობისთვის გაითვალისწინონ.
რამდენიმე დღის წინ სტიქიით იმერეთს 145 ათასი ლარის ზიანი მიადგა. მუნიციპალიტეტებმა სტიქიის შესახებ მასალები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უნდა მიაწოდონ.
ხარაგაულში გამართულ სამუშაო შეხვედრაში ბაღდათი-ხარგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და ქუთაისის მერი შოთა მურღულია მონაწილეობდნენ.
გასვლითი თათბირის მონაწილეები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში გზის მშენებლობის პროცესს გაეცვნენ.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების