

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში საბავშვო ბაღის ასაგებად მშენებელი ორგანიზაციის შესარჩევ ტენდერში წინადადებების მიღება ამ წუთებში დასრულდა.
ტენდერი 200 764 ლარზე იყო გამოცხადებული. ელექტრონული ვაჭრობა ძირითად დროში, დამატებითი რაუნდების გარეშე, მიმდინარეობდა.
მშენებელმა ორგანიზაციამ შპს „მარეთი 777“ (დირექტორი უშანგი ფუტკარაძე) ტენდერში 167 777 ლარი დააფიქსირა.
სატენდერო კომისია უახლოეს დღეებში გამოავლენს ტენდერში გამარჯვებულს.
ნადაბურის საბავშვო ბაღი ნადაბურის სკოლის მიმდებარედ, ყოფილი სასკოლო ინტერნატის, შენობის ადგილას უნდა აშენდეს.
პროექტით გათვალისწინებულია 1975 წელს აგებული ყოფილი სასკოლო ინტერნატის ერთსართულიანი შენობის ნაწილობრივი დემონტაჟი და ამ ტერიტორიაზე ერთსართულიანი საბავშვო ბაღის შენობის აგება ზომებით 22X11.6 მ.
საბავშვო ბაღის ეზო შემოიღობება და ეზოში მოეწყობა დეკორატიული ბეტონის ფილები, ქვიშის სათამაშო მოედანი. პროექტით გათვალისწინებულია ელექტრომომარაგების, სანტექნიკური მოწყობილობების, გათბობისა და ვენტილაციის მოწყობა.
მშენებელმა ორგანიზაციამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
ნადაბურში საბავშვო ბაღი დღემდე არასდროს ყოფილა.
წლებია, ნადაბურის მოსახლეობა საბავშვო ბაღის ამოქმედებას ითხოვს.
ლაურა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი