

დღეს, 24 მარტს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ბოლო შეხვედრა გაიმართა. ფრენბურთის შეჯიბრებაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუთი სკოლა მონაწილეობდა.
გოგონებს შორის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხარაგაულის #2 და ხევის საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ხეველი გოგონების გამარჯვებით დასრულდა.
ვაჟებს შორის შეჯიბრში ერთმანეთს ხარაგაულის ანდრია პირველწოდეულის სახელობის გიმნაზიის, ხარაგაულის #2, #3, ხევისა და ლეღვნის სკოლების გუნდები შეხვდნენ.
ოლიმპიადის რეგიონალური ტურის საგზური ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა მოიპოვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის, ნინო ხარაძის, ინფორმაციით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შეჯიბრებებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 19 სკოლის 504 მოსწავლე მონაწილეობდა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, უკვე მეორე წელია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ტარდება.
ხარაგაულში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის ხელშეწყობით ჩატარდა.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი