

დღეს, 10 მარტს, ხარაგაულში გენდერული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ საკრებულოსთან შექმნილი გენდერული საბჭოს წევრებს ამ საბჭოს დებულება გააცნო.
დებულების მიხედვით, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა, ხოლო მდივანი – მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე გენდერულ საკითხებში.
გენდერული საბჭოს წევრებმა თავმჯდომარის მოადგილედ ოთარ ლურსმანაშვილი ღია კენჭისყრით აირჩიეს. ის ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელია.
გენდერული საბჭოს წევრის, ქეთევან ზუმბაძის თქმით, კარგი იქნება თუ საბჭოს წევრები კვალიფიციური ტრენერის ტრენინგებს გაივლიან. „ეს დაგვეხმარება უკეთესად დავგეგმოთ საბჭოს შემდგომი საქმიანობა,“ – აღნიშნა ქეთევან ზუმბაძემ.
გენდერული საბჭოს მდივნის, ინგა ბერაძის ინფორმაციით, გენდერული საბჭოს საქმიანობის შესახებ სხვადასხვა ორგანიზაციებსა და სამსახურებში პრეზენტაციები გაიმართება.
გენდერულ საბჭოს ახალი წევრები პავლე თავზარაშვილი და მარინე ხვედელიძე დაემატნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან გენდერული საბჭო საკრებულოს 6 მარტის სხდომაზე შეიქმნა.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის