

ძირულა-ხარაგაულის 15 კილომეტრიან საავტომობილო გზაზე გადაადგილება დღითიდღე ძნელდება.
შეუძლებელი და წარმოუდგენელია, მძღოლებმა და მგზავრებმა გზაზე შექმნილ ამჟამინდელ ვითარებას ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობის დასრულებამდე გაუძლონ.
ორი წელია, რაც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ გზის მოვლა-შენახვა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას – ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „იმერეთავტოგზა-2016“-ს დააკისრა.
მისი ქვეკონტრაქტორი შპს „ფუგოს“ ხელმძღვანელი გოგი თხელიძე ამბობს, რომ „გზას მაღალგამავლიანი, მძიმეწონიანი მანქანები აზიანებს, რომლებიც ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გამო ზვარე-ძირულას მიმართულებით ინტენსიურად გადაადგილდებიან.
გზა დიდთოვლობის დროს ტრაქტორის ხშირი მოძრაობითა და მოყინულ გზაზე მარილის დაყრითაც გაფუჭდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში კარგად იციან, რომ ძირულა-ხარაგაულის გზა ამორტიზირებულია. ვცდილობთ, გზა ისე შევაკეთოთ, რომ გავლადი გახდეს, – ამბობს გოგი თხელიძე, – გუშინ, 6 მარტს, დავიწყეთ სამუშაოები. ასფალტი სადაც არის დარჩენილი, იქ ორმოებს ასფალტ-ბეტონით ამოვავსებთ, სადაც აღარც ასფალტი დარჩა, – ძირულადან მესამე-მეხუთე კილომეტრში, – გზა მოიხრეშება.
ჩვენ მხოლოდ გზის მოვლა-შენახვა გვევალება და არა კაპიტალური რემონტი.“
ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის დამპროექტებელმა ორგანიზაციამ გზის პროექტი ნოემბრამდე უნდა მოამზადოს.

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი