

ერთი კვირაა, რაც მარელისში, მდინარე ბჟოლისხევზე, საკალმახე მეურნეობა „ლომისმთა“ ამოქმედდა.
საკალმახეს ხელმძღვანელმა ზაზა სახვაძემ გვითხრა, რომ აუზებში 40 ათასი ლიფსიტა გაუშვეს და წელიწადში ას ტონამდე კალმახის წარმოებას გეგმევენ.
კალმახს მომხმარებლები დაახლოებით ექვს თვეში მიიღებენ. პირველ ეტაპზე პროდუქციის გაყიდვა ადგილობრივ ბაზარზე იგეგმება.
საკალმახე მეურნეობაში ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული.
„ლომისმთა“ ზაზა სახვაძემ საკუთარი ფინანსებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ჩამოაყალიბა.
წარმატებებს ვუსურვებთ „ლომისმთას.“
ნინო კაპანაძე
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი