

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში დღეს გამართულ კრეათონში – იდეების მარათონში – გამარჯვებისთვის ხუთი იდეის ავტორი იბრძოდა.
იდეა, პრეზენტაცია, განხორციელებადობა – ამ სამი კრიტერიუმით იხელმძღვანელეს ტრენერებმა გამარჯვებულის გამოსავლენად.
იდეების კონკურსში დეა ბერაძის, გოგა აბაშიძის, გიორგი ქოჩიაშვილისა და მარიამ კიკნაძის იდეამ – დისტანციური ლექციები სახლიდან გაუსვლელად – გაიმარჯვა.
გამარჯვებული პროექტის დასახვეწად, დაფინანსებისა და იდეის განსახორციელებელი კონკრეტული გეგმის შესამუშავებლად ტრენერები მომავალ კვირაში ხარაგაულში ისევ ჩამოვლენ.
ტერენერებს ძალიან მოეწონათ ტანსაცმელების არჩევის ონლაინ აპლიკაციის შექმნის იდეა. მათი გადაწყვეტილებით ამ გუნდთანაც იმუშავებენ.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა კრეათონში გამარჯვებული გუნდი ექსკურსიით დააჯილდოვა.
კრეათონის მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ნინო კაპანაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის