ამ წუთებში ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში „კრეათონი“ მიმდინარეობს.
„კრეათონი“ იდეების მარათონია, – ამბობს ხარაგაულის ინოვაციების ცენტრის მენეჯერი ლიკა სვანიძე-დევდარიანი, – დღეს ახალგაზრდები წარმოადგენენ საკუთარ კრეატიულ და ინოვაციურ იდეებს და ტრენერების დახმარებით მათი განხორციელების გზებს დაგეგმავენ.“
ტრენერი ლაშა ბახუტაშვილი ამბობს, რომ გამარჯვებული იდეების ავტორებს მომავალ კვირაში ხარაგაულში ისევ შეხვდებიან და იდეების დაფინანსების მოსაპოვებელ კონკრეტულ გეგმებზე იმსჯელებენ.
„კრეათონის“ მონაწილე, წყალაფორეთის საჯარო სკოლის მოსწავლე, გიორგი ქოჩიაშვილი ნადირობითაა დაინტერესებული. ამიტომ მისი იდეების უმრავლესობა ნადირობას უკავშირდება. გიორგი მიიჩნევს, რომ ტრენერები იდეების დახვეწაში ეხმარებიან, რაც მათი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორ გადავჭრათ კონკრეტული პრობლემა ჩვენი იდეით მარტივად, როგორ განვახორციელოთ სასარგებლო საქმეები, – ამ შეკითხვებზე პასუხებს ელოდება ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა მაჭავარიანი.
-„კრეათონის“ მონაწილეთა უმრავლესობას ისეთი იდეები გაუჩნდა, რაც ხარაგაულის განვითარებას, გალამაზებასა და უკეთეს მომავალს ხელს შეუწყობს, – ამბობს ანა მაჭავარიანი, – მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შესაძლებლობები იქ გამოვიყენოთ, სადაც ვცხოვრობთ. ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესღაც, წლების შემდეგ, ხარაგაულში ჩემს მიერ განხორციელებულ იდეაზე კარგს იტყვიან და ისტორიაში ამით დავრჩები.“
თერმობინოკლი, დასასვენებელი ფეხსაცმელი, ღიმილის სახლი, გასართობი ცენტრი, ინტერნეტკაფე, აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი, წიგნი და კომპიუტერი ერთად, ტექნიკის, სურსათისა და წიგნების ონლაინ მაღაზიები, – ეს მცირე ჩამონათვალია იმ იდეებისა, რომლებზეც „კრეათონში“ მონაწილე ცხრამეტი ხარაგაულელი ახალგაზრდა ფიქრობს და მუშაობს.
დღის ბოლოს გამარჯვებული იდეები ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების