ხარაგაულის გამგებელმა ნიკო თოფურიძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, დღეს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად მამუკა ჭიპაშვილი წარადგინეს.
ყოფილი დირექტორი ირმა სებისკვერაძე თანამდებობიდან გათავისუფლებაზე კომენტარს არ აკეთებს.
მამუკა ჭიპაშვილი დღემდე ტურიზმის საკითხებში გამგებლის მრჩევლად მუშაობდა; მანამდე კი – ააიპ ხარაგაულის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორად, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად. იყო ხარაგაულის 2010 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. სხვადასხვა წლებში ასევე მუშაობდა გამგებლის მოადგილედ, დაბა ხარაგაულის რწმუნებულად, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსად.
გამგებელი ნიკო თოფურიძე ამბობს, რომ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად მამუკა ჭიპაშვილის დანიშვნა მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ამ ააიპის ხელმძღვანელობას სკოლამდელი აღზრდის დარგში მუშაობის განსაკუთრებული გამოცდილება არ სჭირდება.
„მამუკა ჭიპაშვილი ამ კოლექტივისთვის უცხო არ არის, – აღნიშნა ნიკო თოფურიძემ, – დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ეკუთვნის ხარაგაულს, როგორც შეეფერება ბავშვებსა და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას.“
შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს გამგეობის ორი სამსახურის უფროსი შეიცვალა. საკადრო გადაადგილებებია გამგეობის სამსახურებშიც. გამგებლის თქმით, ამ ეტაპზე ხარაგაულში საკადრო ცვლილებები დასრულდა.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ახალი დირექტორი ამბობს, რომ ამ სისტემაში მუშაობაზე არასდროს უფიქრია. ამის მიუხედავად, გამგებლის შეთავაზებას დათანხმდა, რადგან პროფესიონალების გუნდთან, საკმაოდ კარგად აწყობილ სისტემაში, მოუწევს მუშაობა. თანაც, ზოგადად, ააიპ-ის მართვის გამოცდილება აქვს.
მამუკა ჭიპაშვილი ინფორმირებულია, რომ 2017 წელს, გასულ წელთან შედარებით, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტი 140 ათასი ლარით ნაკლები დაიგეგმა.
შემცირებული სუბსიდირების პირობებში ყველა თანამშრომლის ხელფასი 10%-ით შემცირდება. ახალგახსნილ საბავშვო ბაღებში დარაჯებისა და დამლაგებლების შტატები გაუქმდება.
„ბუნებრივია, თანხა ვერ მოაკლდება ბავშვთა კვებას, – ამბობს ახალი დირექტორი, – წელს, სავარაუდოდ, ივნისსა და სექტემბერში, საბავშვო ბაღები წიფასა და ღორეშაში უნდა გაიხსნას; ხოლო ხევში, ამ წლის პირველ კვარტალში, ერთი ჯგუფი დაემატება.“
მამუკა ჭიპაშვილი 2017 წლის მანძილზე სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სუბსიდიის შესაძლო გაზრდას არ გამორიცხავს.
ის ამბობს, რომ ირმა სებისკვერაძე, რომელსაც სკოლამდელი აღზრდის სფეროში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს, გაერთიანებაში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე იმუშავებს.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების