

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, გამგეობის ორი სამსახურის უფროსი შეიცვალა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, 2017 წლის 3 იანვრიდან გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად, ბესო ჭიპაშვილის ნაცვლად, თემურ თაბუკაშვილი დაინიშნა. თემურ თაბუკაშვილი ამავე სამსახურში წამყვან სპეციალისტად მუშაობდა.
გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროს არჩილ ლურსმანაშვილს დღეიდან ჯაბა ბერაძე შეცვლის. ჯაბა ბერაძე დღემდე ლიბერთი ბანკის ხარაგაულის ფილიალში მუშაობდა.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, საკადრო ცვლილებებია გამგეობის სამსახურებშიც – ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში მთავარ სპეციალისტად აფრასიონ ლურსმანაშვილი დაინიშნა, ამავე სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობა ბესარიონ ჭიპაშვილმა დაიკავა;
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურში უფროს სპეციალისტად გიორგი ჭყოიძე იმუშავებს;
ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინირების განყოფილების უფროსის თანამდებობა, გრიგოლ ჭიპაშვილის ნაცვლად, დავით თხელიძემ დაიკავა; ხოლო გრიგოლ ჭიპაშვილი ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსად, დავით თხელიძის მაგივრად, დაინიშნა.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა