

ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 9 იანვარს, ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ დანარჩენ, თორმეტ საბავშვო ბაღში, 16 იანვარს დაიწყება. ეს ინფორმაცია ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სასწავლო პროგრამების კოორდინატორ თამარ ავალიშვილისგან მოვიპოვეთ.
სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, 2017 წლისათვის საკვები პროდუქტების შესასყიდად გამოცხადებული შვიდივე ტენდერი სასურველი შედეგით უნდა დასრულდეს.
ხარაგაულის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ სხვადასხვა სახის საკვებ პროდუქტებზე ტენდერები დეკემბრის ბოლოს გამოაცხადა. მათგან ხუთი ტენდერი განხილვის პროცესშია, ერთი – არ შედგა, ხოლო ერთზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ გამოცხადებულ სამ ტენდერში – ხორცის, რძის პროდუქტების, სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტების შესასყიდად – მხოლოდ ი/მ „დარეჯან დემეტრაძე“ ჩაერთო. ის 2017 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღებისათვის რძის პროდუქტების მიწოდებას, ადგილზე მიტანით, 25 866 ლარად, სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტებით მომარაგებას – 10 500 ლარად, ხოლო ხორც-პროდუქტებით მომარაგებას – 46 400 ლარად გეგმავს.
წინადადების მიღება დასრულდა გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში, რომელიც სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ სხვადასხვა საკვები პროდუქტების შესაძენად გამოაცხადა. ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი ი/მ „დავით გაჩეჩილაძე“ მონაწილეობს. ის საკვები პროდუქტების მიწოდებას საბავშვო ბაღებისათვის 37 ათას ლარად გეგმავს. იგივე მომწოდებელი ი/მ „დავით გაჩეჩილაძე“ 2017 წელს საბავშვო ბაღებს ბურღულეულით, კარტოფილით, ბოსტნეულით, ხილითა და თხილეულით 21 899 ლარად, ხოლო მზა და დაკონსერვებული თევზით – 9 ათას ლარად მოამარაგებს. აღნიშნული ტენდერების შედეგები ამჟამად განხილვის პროცესშია.
პურ-პროდუქტების შესასყიდად გამოცხადებული ტენდერი იმის გამო არ შედგა, რომ მასში არც ერთი მიმწოდებელი არ ჩაერთო.
ხარაგაულის საბავშვო ბაღების გაერთიანების შესყიდვების მენეჯერის, შორენა კალანდაძის, ინფორმაციით, საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ახალ დირექტორს ელოდებიან. დირექტორის შეცვლის შემდეგ განახლებული სატენდერო კომისია ტენდერს უახლოეს დღეებში ხელახლა გამოაცხადებს.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი