

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2016 წლის განმავლობაში ხანძრის 39 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან მოვიპოვეთ.
ამავე სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიღუპა ერთი და დამწვრობა მიიღო ერთმა ადამიანმა. განადგურდა 4 და დაზიანდა 6 შენობა-ნაგებობა. ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალი 73 400 ლარია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზიანდა 3 ჰა ტყის ფონდი, ხოლო 2 ჰა – განადგურდა.
2016 წლის განმავლობაში ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა 81 სამაშველო ოპერაცია განახორციელა; მათ შორის, – 27 ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტალახიდან და ქვიშიდან ავტომანქანების ამოყვანა, სიმაღლიდან ვარდნის 10 შემთხვევაში მოქალაქეთა გადარჩენა, ერთი დაკარგული ადამიანის ძებნა და 43 სხვადასხვა სახის სამაშველო მოქმედებები.
ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახური სახანძრო და სამაშველო ოპერაციებს სამი ერთეული ტექნიკით – „ზილ131“; „ზილ 130“ და „პიკაპის“ ტიპის ავტომობილი, ახორციელებს.
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის