

ხარაგაულში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. კინოთეატრში დაბა ხარაგაულის სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით კარნავალი გაიმართა.
ხარაგაულის #2, #3 და ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის გუნდებმა მაყურებლის წინაშე საახალწლო სიმღერები, ცეკვები და მხიარული სკეტჩები წარმოადგინეს.
კარნავალის წამყვანი, ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის გუნდის წევრი თამარ თხელიძე ამბობს, რომ კარნავალზე წარმოდგენილი ნომრები მთლიანად მოსწავლეთა შემოქმედებაა. მათ ხუმრობებში მათი თვალით დანახული დღევანდელი ხარაგაული ჩანს.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდის წევრი თამარ ჭიპაშვილი თვლის, რომ მსგავს ღონისძიებებზე მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, რომ იაზროვნონ, მოიფიქრონ ხუმრობები და წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები.
ნინო ლაცაბიძე, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის გუნდის წევრი, ამბობს, რომ კარნავალისათვის მომზადება გვიან დაიწყეს. თუმცა ფიქრობს, რომ მათი პროგრამა მაყურებლისთვის საინტერესოა.
კარნავალის დაწყებამდე ხარაგაულელები კინოთეატრის ფოიეში გამართულ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვნენ და მოსწავლეთა ხელით შექმნილი ნაკეთობები შეიძინეს.
ამ აქციის ორგანიზატორმა ლიზი ბარბაქაძემ საქველმოქმედო აქცია მეგობრებთან ერთად დაგეგმა და მასში მუნიციპალიტეტის სკოლები აქტიურად ჩაერთვნენ.
საქველმოქმედო აქციაში შემოსული თანხით რამდენიმე ოჯახს საახალწლო ნუგბარითა და საჩუქრებით გაახარებენ.
თამთა გოგოლაძე
ფოტოებზე: საახალწლო კარნავალი; საქველმოქმედო აქცია
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა