

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეების საახალწლო კონცერტი გაიმართა. საზეიმო ფორმებში გამოწყობილი პატარები მხიარული ლექსებით, სიმღერებითა და საინტერესო სკეტჩებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე და მათი მოწონებაც დაიმსახურეს. თოვლის ბაბუამ ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრები გადასცა.
„ყველა ვედრება ღმერთმა გისმინოს,
ტკბილი სიზმარი ცხადში გენახოს,
და ყველა ნატვრა აგსრულებოდეს,
ამ შობის ღამეს რაც კი გენატროს“. ლოცავდნენ პატარები სრულიად საქართველოს.
დამსწრე საზოგადოებას დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და დაწყებითი კლასების პედაგოგებს გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორმა მარინე ხვედელიძე და ღონისძიების მონაწილეებს წინსვლა და წარმატებები უსურვა.
თამთა გოგოლაძე
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა