

ხარაგაულში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს. დღეს 15 საათზე დაბა ხარაგაულის სკოლების მონაწილეობით კინოთეატრში საახალწლო კარნავალი გაიმართება.
უკვე მეორე კვირაა, საახალწლო ზეიმები მიმდინარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში.
გუშინ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა (დირექტორი მაია ბლუაშვილი) კინოთეატრში ტრადიციული საახალწლო კონცერტი წარმოადგინა.
კონცერტში მოსწავლეთა სახლის ასამდე აღსაზრდელი, აღსაზრდელთა მშობლები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.
სცენა ლეღვნის საჯარო სკოლაში მოქმედი, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული, ხალხური სიმღერებისა და საკრავების წრის მოსწავლეებმა გაალამაზეს.
საახალწლო კონცერტმა მაყურებლის დიდი მოწონება და მქუხარე ტაში დაიმსახურა.
გთავაზობთ კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას სიმღერას „საქართველო ჩვენია“, რომელსაც მოსწავლეთა სახლის მოსწავლე მარიამ მანჯავიძე და მოსწავლეთა სახლის პედაგოგი ვასილ კიკნაძე ასრულებენ.
თამთა გოგოლაძე
ფოტოებზე: ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი საახალწლო კონცერტი;
საბავშვო ბაღის აღსაზრდელები საახალწლო ზეიმზე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი