

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი 23 დეკემბერს გადამხდელებს ხარაგაულში მოემსახურა.
სამსახურის ოფიცერმა დავით კიკნაველიძემ გვითხრა, რომ მოძრავი სერვისცენტრი იმ მუნიციპალიტეტებს ემსახურება, სადაც არ არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები.
მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით.
მისივე ინფორმაციით, გადამხდელები ძირითადად მოგების გადასახადთან დაკავშირებული სიახლეებით ინტერესდებიან.
შპს ფირმა „ფარმაციას“ დირექტორი იზო ბარბაქაძე ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურის ოფიცერთან გასაუბრებით კმაყოფილი დარჩა.
„შეკითხვები მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალ წესთან დაკავშირებით მქონდა, – ამბობს იზო ბარბაქაძე, – მივიღე ზოგადი ინფორმაცია. სამომავლოდ დამპირდნენ, რომ ამ წესის ამოქმედებამდე უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდიან.“
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრის პროექტი 5 დეკემბრიდან დაიწყო და 28 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი