

უბისის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციისათვის ახალი პროექტი საპატრიარქოს საბჭომ და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უკვე დაამტკიცა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის – შპს „ტაძარი +“-ის დირექტორის, მურად ჭეიშვილის ინფორმაციით, ამჟამად ახალი პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდში განიხილება. ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები 10 იანვრის შემდეგ დაიწყება.
„რესტავრაციის დაწყების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროექტში გათვალისწინებული სამუშაოების გარდა, კიდევ ბევრი რამ იყო გასაკეთებელი, – ამბობს ბატონი მურადი, – ამის გამო მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, უბისის ტაძრის სარემონტო სამუშაოებისათვის პროექტი შეიცვალა.“
მუნიციპალური განვითარების ფონდი უბისის ტაძრის რესტავრაციას, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კაცხის მონასტერთან ერთად, 175 024. 72 ლარად გეგმავს. ამ თანხიდან 90 000 ლარამდე უბისის ტაძრის რეაბილიტაციას მოხმარდება.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი