

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში 4-5 წლიანთა ჯგუფის საახალწლო კარნავალი გაიმართა. პატარები თოვლის ბაბუასთან (თამარ ოსანაძე), წითელქუდასთან (ლალი შარაშიძე) და ფიფქიასთან (ეკა ჩეკურიშვილი) ერთად მხიარულად ცეკვავდნენ და მღეროდნენ.
აღსაზრდელები დალოცა და ყველას ბედნიერი ახალი წელი უსურვა ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი), ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ირმა სებისკვერაძემ, ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გამგე ნანა რევაზიშვილმა და 4-5 წლიანთა ჯგუფის აღმზრდელმა მაია ნანიტაშვილმა.
პატარები თოვლის ბაბუამ საჩუქრებით გაახარა.
თამთა გოგოლაძე
ავტორის ფოტორეპორტაჟი
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა