

ხვალ, 21 დეკემბერს, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ბაღდათელი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ წარდგება.
ხარაგაულის თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ ხარაგაულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების თეატრები წელს დამეგობრდნენ, – სექტემბერში ხარაგაულში ბაღდათის სახალხო თეატრი გვესტუმრა.
„რადგან ბაღდათი ჩემი სამშობლოა, განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს იქაურობის მიმართ, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – იმედია, სპექტაკლი კარგად ჩაივლის და ღირსეულად წარვსდგებით ბაღდათელი მაყურებლის წინაშე.“
„დარისპანის გასაჭირი“ ხვალ 16:00 სთ-ზე ბაღდათის თეატრის შენობაში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა