

საფეხბურთო კლუბის – „ჩხერიმელა-2009“ – დირექტორად დავით გაჩეჩილაძე დაინიშნა.
ახალდანიშნული დირექტორი ამბობს, რომ თავად გამოიჩინა ინიციატივა კლუბის ხელმძღვანელად დანიშვნისთვის, რადგან ამის გამოცდილება აქვს.
დავით გაჩეჩილაძე ამ საფეხბურთო კლუბს 2009 წელს ხელმძღვანელობდა.
„ძალიან მიყვარს სპორტი და მივიღე გადაწყვეტილება, საფეხბურთო გუნდს ვუხელმძღვანელო, – ამბობს დავით გაჩეჩილაძე, – მაქვს ჩემი ხედვები, როგორ გამოვიყვანოთ გუნდი რთული მდგომარეობიდან. ხარაგაულში ისეთი საფეხბურთო გუნდი უნდა შევქმნათ, რომ თამაშები ყურებადი და სასიამოვნო იყოს.“
დღემდე „ჩხერიმელა-2009-ს ზურაბ გიორგიძე ხელმძღვანელობდა.
ვულოცავთ დავით გაჩეჩილაძეს კლუბის დირექტორად დანიშვნას და წარმატებებს ვუსურვებთ.
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა