

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაანონსებული რეორგანიზაცია დაასრულა.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა დოკუმენტი საკრებულოს 19 დეკემბერს წარუდგინა.
მისი ინფორმაციით, გამგებლის ერთი მოადგილისა და ორი მრჩევლის (სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის საკითხებში) შტატები გაუქმდა.
გამგებელს ეყოლება პირველი მოადგილე და მოადგილე.
გენდერულ საკითხებში გამგებლის მრჩევლის შტატი გენდერულ საკითხებში გამგებლის თანაშემწის შტატად გადაკეთდა. გამგებელს მეორე თანაშემწეც ეყოლება.
დღემდე გამგეობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით ორი მთავარი სპეციალისტი მუშაობდა. რეორგანიზაციის შედეგად, ამ მიმართულებით კიდევ ერთი ადამიანი დასაქმდება და ადმინისტრაციულ სამსახურში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება შეიქმნება.
სულ ხარაგაულის გამგეობაში ცხრა სამსახური ფუნქციონირებს.
თითო-თითო მთავარი სპეციალისტი დაემატება გამგეობის სამ სამსახურს – ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის, კულტურის, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის.
სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებაში ამატებენ მთავარ სპეციალისტს, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებიდან გადაჰყავთ.
სამხედრო აღრიცხვის სამსახურში უქმდება მობილიზაციის დარგში მთავარი სპეციალისტის შტატი. ამავე სამსახურში სპეციალისტის შტატებად გადაკეთდება მთავარი, წამყვანი და ორი უფროსი სპეციალისტის შტატები.
დეპუტატი იუზა კელენჯერიძე დაინტერესდა, სოფლის მეურნეობის საკითხებში მრჩევლის შტატის გაუქმების შემდეგ ვის დაევალება ხარაგაულში სოფლის მეურნეობის საკითხებზე ზრუნვა. მისი თქმით, რადგან სოფლის მეურნეობა ქვეყნის პრიორიტეტია, ეს შტატი არ უნდა გაუქმებულიყო.
კახა გოლუბიანი განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობის საკითხებს გამგებელი შიდა ბრძანებით რომელიმე სამსახურს დაავალებს, თუმცა რომელს, ჯერ უცნობია.
დეპუტატ თორნიკე ავალიშვილისთვის ბუნდოვანია, რა კუთხით სჭირდება გაძლიერება გამგეობის კულტურის სამსახურს და რა პრობლემები ჰქონდა დღემდე, რა დაევალება ახალ თანამშრომელს.
კახა გოლუბიანი განმარტავს, რომ საქმიანობის გასაძლიერებლად შტატის დამატებას თავად კულტურის სამსახურის უფროსი ითხოვს.
დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი გამგეობაში განხორციელებულ ცვლილებებს რეორგანიზაციას არ უწოდებს, რადგან მისი თქმით, რეორგანიზაცია სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივ გარდაქმნას, გაყოფას ან შერწყმას გულისხმობს. წარმოდგენილი დოკუმენტით კი მხოლოდ შტატებში ცვლილება მივიღეთ.
გამგეობისგან საკრებულოში წარდგენილ დოკუმენტზე დეპუტატები 22 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ.
ნინო კაპანაძე
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის