

მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, 17 დეკემბერს ბარბარობის დღესასწაული აღინიშნება. დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ბარბარობას. წმიდა ბარბარეს ლოცვით, ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე.
გამორჩეული წმიდანია წმიდა ბარბარე. იგი ყოველ გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება და განსაკუთრებით მფარველობს ბავშვებს. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ, წმიდა ბარბარეს ლოცვით, ღმერთმა დალოცოს საქართველოს მომავალი, ჩვენი ბავშვები.
ერში გავრცელებული ტრადიციის მიხედვით დღეს ბედობის დღეცაა. ღმერთმა კეთილი ბედი მოგცეთ თქვენ და სრულიად საქართველოს! მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ყოველი ადამიანის გარშემო. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ბედი ბევრადაა დამოკიდებული თავად ჩვენზე. იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ, ახლოს ვართ თუ არა ღმერთთან, როგორ ვექცევით გარშემო მყოფ ადამიანებს.
უფალმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო. ღმერთმა ბედნიერი შობა-ახალწელიწადი გაგითენოთ! წმიდა ბარბარეს ლოცვით, უფალმა დალოცოს, გააძლიეროს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო! ამინ. (უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქადაგებიდან ბარბარობის დღესასწაულზე, 2001 წ.)
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი