

ორშაბათს, 19 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება.
სხდომაზე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიშს, გაწეული მუშაობის შესახებ, სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი წარადგენს; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიშს – ამ სამსახურის ახლადდანიშნული უფროსი დავით დევდარიანი.
მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაციის მიზნით გამგეობისგან შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობის შესახებ ინფორმაციას და საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში საჭირო ცვლილებებს ბიუროს წევრებს გამგეობის ეკონომიკისა ქონების მართვის სამსახურის უფროსი არჩილ ლურსმანაშვილი გააცნობს.
საკრებულოს ბიუროს წევრები ასევე იმსჯელებენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის სესხის ასაღებად თანხმობის მიცემის შესახებ.
არჩილ ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა გრძელვადიანი სესხი 173 ათასი ევროს ღირებულების ორი ნაგავმზიდი ავტომანქანისა და ასი ცალი ბუნკერის შესაძენად უნდა აიღოს. სესხის გადახდა 2019 წლიდან დაიწყება.
ბიუროს სხდომაზე 19 დეკემბერს განხილულ საკითხებზე საკრებულო 2017 წლის 4 იანვარს იმსჯელებს.
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა