

ხარაგაულელი კინორეჟისორი რამაზ ბლუაშვილი მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმზე „სიმღერა“ მუშაობას აგრძელებს. ამჯერად მან ფილმისთვის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაწერა.
ფილმი ქართული ხალხური სიმღერის, „ჩაკრულოს,“ კოსმოსში გაგზავნის ისტორიას და ამ ფაქტთან დაკავშირებულ დღემდე უცნობ ფაქტებს მოგვითხრობს.
„პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა ჩემი ფილმით, – გვიამბობს რამაზ ბლუაშვილი, – ძალიან მოეწონა თრეილერი. მას ფილმში მონაწილეობა ვთხოვე და ინტერვიუ ჩავწერე.
ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზეც. მოგეხსენებათ, 2017 წელს 40 წელი სრულდება „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაგზავნიდან. პრემიერ-მინისტრს ამ თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებების შესახებ ვესაუბრე. მან დახმარება აღმითქვა.“
„ჩაკრულოს“ გადასაღებად რამაზ ბლუაშვილი ამერიკაში რამდენჯერმე იმყოფებოდა. NASA-ში მან ის ადამიანები ჩაწერა, რომელთა დამსახურებით „ჩაკრულო“ კოსმოსშია.
რამაზ ბლუაშვილი ამბობს, რომ ფილმი საბოლოო სახეს მომავალი წლის თებერვალში მიიღებს.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი