
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი ადგილობრივი თუ საქალაქთაშორისო ტურნირების ხშირი მასპინძელია.
ხარაგაულელი სპორტსმენები რეგიონულ და საერთაშორისო შეჯიბრებებში წარმატებით ასპარეზობენ.
6 დეკემბერს ხარაგაულის სპორტულ დარბაზში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა მინი-ფეხბურთში 2005-2006 წლებში დაბადებულ ვაჟებს შორის. ფინალურ შეხვედრაში ბორითის გუნდმა (მწვრთნელი სულიკო დონაძე) დაამარცხა სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის გუნდი ანგარიშით 2:1. საუკეთესო მოთამაშედ ბორითელი ლუკა გაჩეჩილაძე დასახელდა.
7 დეკემბერს ხარაგაულის სპორტულ დარბაზში კალათბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა 2002-2004 წლებში დაბადებულ ვაჟებს შორის. ფინალურ შეხვედრაში სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის გუნდმა (მწვრთნელი სულიკო ჩაგელიშვილი) ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხა. საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ საბა მესხი (ხარაგაული), აჩიკო ლომიძე (ვერტყვიჭალა).
ტყიბულში 10 დეკემბერს გელა გიორგაძის სახელობის იმერეთის პირველობა გაიმართა კუნგ-ფუ სანდაში მოსწავლეთა შორის. შეჯიბრში მონაწილეობდა ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის გუნდი (მწვრთნელი ზვიად კურტანიძე).
პირველ ადგილზე გავიდნენ საბა სულაქველიძე, რატი დევდარიანი, გაგა გელაშვილი, დავით სხილაძე, გოგა ფურცელაძე, გიორგი მაღრაძე, ერეკლე მაღრაძე, თამუნა გელაშვილი, მელანო ჭიპაშვილი.
მეორე ადგილზე გავიდნენ: ნიკოლოზ ფცქიალაძე, გიორგი იოსებაშვილი, არჩილ იოსებაშვილი, გივი მაზიაშვილი, ლევან მანჯავიძე, გიორგი მანჯავიძე, გიორგი ციცქიშვილი.
ხაშურში 10-11 დეკემბერს ჩატარდა ვახანგ კვინიკაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. ტურნირზე ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის სპორტსმენმა თამაზ ტოროშელიძემ მესამე ადგილი დაიკავა (მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი).
ვეფხვია ღონღაძე
ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის პროგრამების მენეჯერი
ფოტოზე: ნორჩი კარატისტები მწვრთნელ ზვიად კურტანიძესთან ერთად
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი