მის აღნიშვნას საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა.

მთების მნიშვნელობისადმი ინტერესის ზრდამ განაპირობა გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება, 2002 წელი მთის საერთაშორისო წლად გამოცხადებულიყო.
ამავე წელს შემუშავდა გაეროს რეზოლუცია, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღედ აღიარა და საერთაშორისო საზოგადოებას მისი აღნიშვნისაკენ მოუწოდა.
მთის საერთაშორისო დღის მიზანია სხვადასხვა ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვა მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში, რათა ხაზი გაესვას მთების სასიცოცხლო მნიშვნელობას, მათი არსებობის ხელმშემწყობ და ხელის შემშლელ ფაქტორებს, გაძლიერდეს თანამშრომლობა მსოფლიო მასშტაბით, მთიანი რეგიონების განვითარების მიზნით.
რადგანაც 11 სექტემბერი კვირასაა, არასასწავლო დღეს, ბაზალეთის საჯარო სკოლის ეკო კლუბმა მოვლენებს დაასწრო და 9 დეკემბერს სკოლაში მთის საერთაშორისო დღე აღნიშნა. მეცხრეკლასელებმა ანა კალანდაძემ და მარიტა კამკამიძემ საინფორმაციო კედლის გაზეთი მოამზადეს მთების შესახებ.
მათ შეაგროვეს ინფორმაცია მთებზე, დახატეს ფოტოები და ეკო კლუბელების წინაშე საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ. მერვე კლასელი ლიკა კამკამიძე შეეცადა, გაერკვია მოსწავლეებში, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მთების არსებობა. რა არის მთის დანიშნულება, რა სარგებლობა მოაქვს მას და ა.შ… 

მთაგორიანი ხარაგაულელი ბავშვებისათვის მთის სიყვარული, მთით სარგებლიანობა, მთის პროდუქტების მოხმარება უცხო არაა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მთას ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რომ იქ მიწაც კარგია და ჰაერიც, რომ ცივ მასებს აკავებს და ტურისტებს იზიდავს.
როგორც აღმოჩნდა, სოფელ ღარიხევის რამდენიმე მოსახლეს მთაში აქვს საკარტოფილე ბაღი. ამუშავებს, კარგი მოსავალიც მოჰყავს და ჯანსაღ პროდუქტს მიირთმევს მთელი წელი. მთაში აჰყავთ ფუტკარი წაბლისა და ცაცხვის ყვავილობისას.
ჩვენს დღევანდელ აქტივობას მხარს უჭერდა ბაზალეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ვალერი ჭიპაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მთა არის ის სასიცოცხლო რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისათვის.
საქართველოს მთიან რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ ჩვენგან. უკვე ამოქმედდა მთის კანონი, სრული სახით 2018 წლიდან შევა ძალაში. რომ არ მოხდეს, ისედაც დაცლილი მთების დეგრადაცია, საჭიროა, ჩვენ ყველა გავერთიანდეთ მთის მდგრადი განვითარებისათვის. 
დასასრულს მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, მოეძიათ დამატებითი ინფორმაცია მთების შესახებ და გაემართათ კონფერენცია მთის სარგებლიანობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით.
თეა ტალახაძე 
ბაზალეთის საჯარო სკოლის პედაგოგი