

დღეს დილიდან ხარაგაულში ცენტრალური ავტომაგისტრალიდან შემოსასვლელ საავტომობილო და სასოფლო გზებზე, გზების გაუწმენდაობის გამო, ავტომანქანების მოძრაობა შეფერხდა.
თბილისის მიმართულებით ხარაგაულიდან არც ერთი რეისი არ შესრულდა.
ამავე მიზეზით მიკროავტობუსები ხარაგაულიდან ლეღვანისა და კიცხი-ზესტაფონის მიმართულებებით ვერ მოძრაობენ.
ამ დრომდე ვერ მოძრაობს მიკროავტობუსი ხარაგაულის რკინიგზის სადგურიდან საავადმყოფომდე. დღეს, უგზოობის გამო, ორი ექიმმა ხარაგაულის ამბულატორიაში ძირულადან მოსვლა ვერ შეძლო.
შპს „ხარაგაული-2011“-ის დირექტორი ოლეგი კაციტაძე ადასტურებს, რომ დილით გზები ვერ გაწმინდეს.
„დაახლოებით 12 საათისთვის კიცხი-ზესტაფონის მიმართულებით გრეიდერმა გზა გაწმინდა, – ამბობს ოლეგი კაციტაძე, – ამჟამად ხარაგაული-ძირულას მიმართულებით ვმუშაობთ.
ხუთი ტრაქტორი და ერთი გრეიდერი გვყავს. ტრაქტორები ბაზალეთში, ვარძიაში, წყლაფორეთში, ლეღვანში, ფარცხნალსა და მარელისში გავუშვით. პრობლემებს მალე გამოვასწორებთ.“
დილიდან შეფერხდა სასკოლო ავტობუსების გადაადგილება. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, წიფაში, ზვარესა და ნადაბურში ერთ მეტრამდე თოვლი მოვიდა. სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის ოცდახუთივე სკოლაში გრძელდება, თუმცა სკოლაში მისულ მოსწავლეთა რაოდენობა, გაუწმენდავი გზების გამო, მცირეა.
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის