

ეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 5 დეკემბრის სხდომაზე სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე გივი ხიჯაკაძემ კომისიის ანგარიშის განხილვისას გააჟღერა.
მისი განმარტებით, გამგეობის სოციალური სამსახურიდან მიიღო ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ აღებული ვალდებულებების დაფარვას – გაცემული საგარანტიო წერილების მიხედვით თანხის ჩარიცხვას შეძლებენ.
კომისიის თავმჯდომარემ არ იცის, როდის ამოქმედდება ხარაგაულში ახალი საავადმყოფო, რადგან ეს მედპერსონალის გადამზადებასა და მათ ლიცენზირებაზეა დამოკიდებული.
გივი ხიჯაკაძე „სათნოების სახლის“ მომსახურების ტენდერზე გატანას არ ემხრობა, რადგან მისთვის ბუნდოვანია, რამდენად ეფექტური იქნება ტენდერში გამარჯვებულის საქმიანობა.
გივი ხიჯაკაძის ინფორმაციით, კომისია უსახლკარო მოსახლეობისთვის თავშესაფრით უზრუნველყოფის გეგმაზე მუშაობს.
„სათნოების სახლის“ საქმიანობას დეპუტატმა კობა გოგსაძემ „კატასტროფული“ უწოდა. მისი თქმით, „სათნოების სახლში“ 30 ათასი ლარი ბენეფიციართა კვებას ხმარდება, ხოლო ამაზე ორჯერ მეტი თანხა – იქ დასაქმებულთა ხელფასებს.
დეპუტატმა აზა ფურცელაძემ აღნიშნა, რომ მედიკამენტების შესაძენად მოსახლეობის დახმარების კუთხით დადგენილი კრიტერიუმები გადასახედია.
საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის კომისიის საქმიანობა დადებითად შეაფასა.
ნინო კაპანაძე
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის