

ხმაური და დაძაბულობა მოჰყვა დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიშის განხილვას.
დეპუტატ კობა გოგსაძის შეფასებით, ანგარიში ზარზეიმით იწყება და მთავრდება, მასში არ ჩანს პრობლემების მოგვარების გზები და სამომავლოდ გასათვალისწინებელი რეკომენდაციები.
„დარწმუნებული ვარ, ამ და სხვა კომისიების ანგარიშებს დადებითად შეაფასებთ, – აღნიშნა სხდომაზე კობა გოგსაძემ, – თუ ყველა კომისია და საკრებულოს აპარატი კარგად მუშაობს, საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ინგა მაღრაძეს, ალბათ, სადმე საქურდალში წაასწარით. აბა, რას ერჩოდით, რისთვის გაათავისუფლეთ თანამდებობიდან?!
მაინტერესებს, ქალბატონო მარინე, 1 650 ლარი გაქვთ ხელფასი და რამდენად ნაყოფიერია თქვენი კანონშემოქმედებითი საქმიანობა საკრებულოში,“ – მიმართა კობა გოგსაძემ საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მარინე ვეფხვაძეს.
დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ არ მოხვდა რეგიონული განვითარების ფონდისგან წელს ხარაგაულში განსახორციელებელ პროექტებში ზვარეს ბანაკი; როგორ მოგვარდება ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღისთვის საჭირო ფართის გამოყოფის საკითხი; გაარკვია თუ არა კომისიამ, როგორ დაიხარჯა წარმატებული სპორტსმენების წასახალისებლად გამოყოფილი 6 ათასი ლარი; რას აპირებს გამგეობა ხარაგაულის ცენტრალურ პარკში ატრაქციონების მოსაწყობად.
დეპუტატებმა ინგა მაღრაძემ და ქეთევან ზუმბაძემ კომისიის თავმჯდომარე მარინე ვეფხვაძისგან მოითხოვეს, რატომ არ არის თანაბარი კომისიის საკურატორო სფეროს ააიპ-ების ადმინისტრაციებში სახელფასო ანაზღაურება და რა ბედი ელის ფინანსური პრობლემების მქონე ამ ააიპ-ებს.
მარინე ვეფხვაძის განმარტებით, ააიპ-ების თანამშრომელთა სახელფასო ანაღაურებისა და ფინანსური პრობლემების მოგვარებაში საკრებულოს კომისია ვერ ჩაერევა.
მისივე ინფორმაციით, ის დასაქმებულთა გათავისუფლებას მხარს არ უჭერს. თუმცა, სავარაუდოდ, რამდენიმე ააიპ-ში თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირდებათ.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიან საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ქვეყანას ბოროტება მოუტანა.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ გელაშვილმა „არაეთიკური“ და „შეურაცხმყოფელი“ უწოდა დეპუტატ ვარლამ თავზარაშვილის გამოსვლას.
ვარლამ თავზარაშვილმა ტრიბუნაზე გამოსვლისას მუშტების ბრახუნით განაცხადა, რომ „ღმერთისა და ხარაგაულელი ხალხის წინაშე მართალია“ და დეპუტატ თორნიკე ავალიშვილს მიმართა, – „ხმა არ გაიღო, ბიჭო, როცა მე ვსაუბრობო.“
სიტყვა „სამარცხვინო“ რამდენჯერმე გამოიყენა ინგა მაღრაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე და აღნიშნა, რომ ვარლამ თავზარაშვილის ხელისუფლებაში მოყვანის გამო საზოგადოების წინაშე ბოდიშია მოსახდელი.
ნინო კაპანაძე
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის