საახალწლო ღონისძიებები ხარაგაულში 15 დეკემბრიდან დაიწყება და იანვრის შუა რიცხვებამდე გასტანს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები საკმაოდ მრავალფეროვანი და სიურპრიზებით აღსავსე იქნება.

საახალწლო ღონისძიებები ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებიდან დაიწყება, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღი, 15 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით, საახალწლო ზეიმს გამართავს.

საბავშვო ბაღი თავის აღსაზრდელებს საახალწლოდ თოჯინების თეატრის სპექტაკლს „მაშა და დათვს“ შესთავაზებს. სპექტაკლის ჩვენება ვახანის, კიცხისა და ბორითის საბავშო ბაღებშიც გაიმართება.

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი 26 დეკემბერს 13:00 საათზე მოსწავლეთა სახლში, ხოლო 27 დეკემბერს – ხარაგაულის კინოთეატრში. 14:00 საათზე. შემოგვთავაზებს.

სამუსიკო სკოლა მოსწავლეთა საახალწლო კონცერტს 23 დეკემბერს 15:00 საათზე წარმოგვიდგენს.

გამგეობის კულტურის სამსახური საახალწლოდ შეჯიბრებას „მხიარულ სტარტები“ სპორტულ დარბაზში 26 დეკემბრისთვის განსხვავებული ფორმატით გეგმავს.

დაბა ხარაგაულის სკოლების მოსწავლეები ტრადიციულ საახალწლო კარნავალს კინოთეატრში 28 დეკემბერს, 15:00 საათიდან, შემოგვთავაზებენ.

ბორითის კულტურის სახლში 19 დეკემბერს, 14:00 საათზე, ხარაგაულის თოჯინების თეატრის სპექტაკლი „სამი გოჭის ზღაპარი“ გაიმართება.

საბავშვო ბიბლიოთეკა მკითხველებს 22 დეკემბერს, 13:00 საათზე „საახალწლო ზღაპარს“ შესთავაზებს.

22 დეკემბერს, ასევე – 9-11 იანვარს 15:00 საათზე, კინოთეატრში ბავშვებისათვის საახალწლო კინო-ჩვენებები გაიმართება, ნაჩვენები იქნება როგორც მხატვრული ასევე ანიმაციური ფილმები.

29 დეკემბერს, 17:00 საათზე, კულტურის ცენტრი კინოთეატრში საახალწლო კონცერტს გამართავს. 7 იანვარს, 11:00 საათიდან კი მოეწყობა ტრადიციული ალილოს მსვლელობა ხარაგაულის ქუჩებში.

30 დეკემბერს 18:00 საათიდან, ღია ცის ქვეშ, კულტურის სამსახურისა და ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით, საახალწლო კონცერტი და „მურაბების ფესტივალი“ გაიმართება.

25 იანვარს ხარაგაულის შემოქმედებითი სახლი საახალწლო კონცერტს „შობის მახარობლები“ შემოგვთავაზებს.

ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში 16 იანვარს ახალი პროექტის „შობის ღამე“ პრეზენტაცია გაიმართება.

ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი 18 იანვარს ხარაგაულელ პატარებს პრემიერას შესთავაზებს.

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე: საახალწლო ზეიმი ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში, 2015 წელი