

დიდ საშვილიშვილო საქმეს აკეთებს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ფოლკლორის კაბინეტის ხელმძღვანელი ცისანა ხაზარაძე.
სასახლემ ნოემბრის ბოლოს ახალგაზრდა ფოლკლორიტთა მე-18 შეკრებას უმასპინძლა.
ღონისძიებაზე ხარაგაული ვაშლევის საჯარო სკოლამ წარმოაჩინა.
ნორჩმა ფოლკლორისტებმა თავისი შესაძლებლობები სხვადასხვა სექციაში გამოავლინეს, დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ღონისძიების მონაწილეები შეაფასეს ცნობილმა ფოლკორისტებმა რუსუდან ჩოლოყაშვილმა, ღვთისო მამისიმედიშვილმა, ამირან არაბულმა, ეთერ თათარაიძემ, გიორგი ცოცანიძემ, ელენე გოგიაშვილმა, სასახლის ფოლკლორის კაბინეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა მანანა ფანიაშვილმა.
ჟიურის წევრების განსაკუთრებული მოწონება ყველაზე პატარა მონაწილეებმა – მეორე კლასელებმა ელენე თხელიძემ და ლიზი წიქარიშვილმა დაიმსახურეს.
ასევე დიპლომებით დაჯილდოვდნენ: მამუკა წიქარიშვილი, ანანო ეკავა, ლუკა მაჭარაშვილი და მარი პაქსაშვილი.
ვუსურვებთ მათ შემდგომ წარმატებებს.
დიდი მადლობა მოსწავლეთა მშობლებს, რომლებიც სკოლას მხარში უდგანან.
ქეთინო ლურსმანაშვილი
ვაშლევის საჯარო სკოლის დირექტორი
ფოტოზე: ვაშლევის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ფოლკლორისტთა შეკრებაზე ცისანა ხაზარაძესთან ერთად
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი