

თბილისის ტექნოპარკში, მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დღეს „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ პროექტში ჩართულ ბაზალეთის საჯარო სკოლას „მწვანე სკოლის“ სტატუსი მიენიჭა.
პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია CENN ახორციელებს.
ბაზალეთის საჯარო სკოლის პედაგოგი თეა ტალახაძე უკვე მესამე წელია ა/ო CENN-თან მეგობრობს და მათ პროექტებში მონაწილეობს.
თეა ტალახაძე მიიჩნევს, რომ პროექტი, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“, ყველაზე დახვეწილი, საინტერესო, შრომატევადი და მოსწავლეზე ორიენტირებულია.
„ჩემს ეკოკლუბელებთან ერთად ვიკვლევ, ვრგავ, ვასუფთავებ, ვაკვირდები და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ გამარჯვებისკენ. იზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა, მაღლდება ცნობიერება და ის მასწავლებლები, რომლებიც პროფესიით ფილოლოგები თუ დაწყებითი კლასების სპეციალისები არიან, იხსენებენ ქვეცნობიერში ჩამალულ ბიოლოგობას, მიჰყვებიან ნიკო კეცხოველის ნაკვალევს, ამაღლებენ სკოლების რეიტინგს და CENN-ი მათ აბედნიერებს,“ – ამბობს თეა ტალახაძე.
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა