

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – სარეკლამო სააგენტო Windfor’s-ის მიერ „სინათლე მედიას“ მხარდასაჭერად შექმნილი კამპანია Ad Black Sea 2026-ის გრანპრის მფლობელი გახდა, „სინათლე მედია“ კი – წლის საუკეთესო დამკვეთი.
GRAND PRIX FOR GOOD-თან ერთად, Windfor’s-ის კამპანია 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს პრიზითაც დაჯილდოვდა.
Windfor’s-მა, Advan Production-თან ერთად, სინათლე მედიას“ ქსელში შემავალი დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად კამპანია – „სიმართლე მხოლოდ სინათლეში ჩანს!“ ივლისში დაიწყო.
კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea-ის მე-10 საიუბილეო ღონისძიება ბათუმში, 10 სექტემბერს დაიწყო, დაჯილდოება 12 სექტემბერს გაიმართა.
დაჯილდოების ღონისძიების დასრულების შემდეგ, Windfor’s-ის სტარტეგიის გუნდის ხელმძღვანელმა, მარიამ ჩხაიძემ „მედიაჩეკერთან“ დამოუკიდებელი ონლაინ მედიების ერთობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
„ეს ერთობა ძალიან შთამაგონებელია ჩვენთვის, ამიტომ ჩვენ ყოველთვის გვინდოდა, რომ რაღაც წვლილი შეგვეტანა ამ ყველაფერში, მადლობაც კი გვეთქვა და ეს კამპანია რეალურად იმისთვის გავაკეთეთ, რომ ხალხისთვის მოგვეწოდებინა, რომ გააძლიერონ დამოუკიდებელი ონლაინ მედია…
საქართველოში, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაში ძალიან ბევრი საპროტესტო გზავნილია, რომელიც გადაშლილია, ფარავს რეალურად იმ გამოძახილს, რაც აქვთ ადამიანებს, იმ პროტესტს, რასაც გამოხატავს საზოგადოება და ჩვენ ამოვანათეთ ეს გზავნილები, ხელახლა შევძელით მათი წარმოჩენა და ამით მთავარი გზავნილი ვთქვით, რომ „სიმართლე მხოლოდ სინათლეში ჩანს“ და რამხელა როლი აქვს „სინათლე მედიას“, ანუ დამოუკიდებელ ონლაინ მედიას ჩვენს ყოველდღიურობაში“.
„სინათლე მედია“ დამოუკიდებელი ონლაინმედიების სოლიდარობისა და მდგრადობის ქსელია, რომელიც მათ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. „სინათლე მედიას“ მხარდამჭერი შეუძლია გახდეს ნებისმიერ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებობა. მხარდაჭერა შესაძლებელია როგორც ერთჯერადი, ისე ნებისმიერი თანხის ყოველთვიური გადარიცხვით.
დამოუკიდებელმა ონლაინ მედიებმა ერთობლივი კამპანია – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ შარშან, 13 აგვისტოს დაიწყეს. ამ დღეს, იმ რეალური საფრთხის საჩვენებლად, რომ მათ გაქრობა ემუქრებათ, 22 ონლაინ გამოცემის ვებგვერდი დროებით, სიმბოლურად გაითიშა. მალევე გაიმართა ფარნების მარში და ფოტოგამოფენა. ამ კამპანიის ფარგლებში „სინათლე მედიამ“ საახალწლო და საგაზაფხულო ფლიმარკეტები მოაწყო და არაერთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – სარეკლამო სააგენტო Windfor’s-ის მიერ „სინათლე მედიას“ მხარდასაჭერად შექმნილი კამპანია Ad Black Sea 2026-ის გრანპრის მფლობელი […]
ერევანში, სტეფან სარქისიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე
დღეს, 14 სექტემბერს, ბუნებრივი აირის მოწოდება ხარაგაულისა
15 სექტემბრიდან ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – „კომპიუტერული
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი