

როგორ და რა პირობებში ცხოვრობენ ხარაგაულელები, – ჩვენს ამ შეკითხვაზე ხარაგაულში მცხოვრები ირმა სხილაძე გვესაუბრება.
„უკვე თითქმის 10 წელია, უმუშევარი ვარ, – ამბობს ირმა სხილაძე, – წლების წინ ჩემი სახლის ქვედა სართულზე მქონდა კაფე, რომელსაც ვამუშავებდი. კორონავირუსის პანდემიის გამო კაფე დავხურე.
ახლა არანაირი შემოსავალი აღარ მაქვს, არც პენსიონერი ვარ. სოციალურად დაუცველთა დასაქმებოს პროგრამით ვმუშაობდი და თვეში 300 ლარს ვიღებდი. უკვე 6 თვეა, ეს პროგრამა გაუქმდა და იმ 300 ლარსაც ვეღარ ვიღებ.
სახლში მე და ჩემი არასრულწლოვანი შვილი ვცხოვრობთ და უფროსი შვილი გვეხმარება ფინანსურად.
ჩემი სახლის ქვედა სართულსაც ვეღარ ვაქირავებ, რადგან კანალიზაციის სისტემა მოიშალა და მე მისი გაკეთება არ შემიძლია. 21-ე საუკუნეში, ხარაგაულის ცენტრში გარე ტუალეტით ვსარგებლობ.
არ მსიამოვნებს, არ მომწონს ეს პოლიტიკური დაპირისპირება, ყველა ერთად უნდა შევიკრათ, არა აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ პარტიას მივეკუთვნებით, ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, ამაში ვხედავ გამოსავალს.
ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ხელი უნდა შეგვიწყოს დასაქმებაში, რომ ელემენტარული შემოსავალი გვქონდეს, რადგან ძალიან გვიჭირს. თუმცა, ვფიქრობ, რომ მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლება ამას ვერ იზამს, თუ ეს საკითხი ცენტრალურ დონეზე არ გადაწყდა.
ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ადამიანებში გაჩნდა სიძულვილი. სურვილი აღარ გაგიჩნდება გახვიდე და ადამიანებთან იურთიერთო.
სიყვარული დაიკარგა და სიძულვილი გაიზარდა ადამიანებში. როგორმე უნდა შევძლოთ, რომ არა ვუთხრათ სიძულვილს, გავერთიანდეთ და ერთმანეთის გაგება ვისწავლოთ“.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე
ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
დღეს, 23 ივლისს, საზაფხულო კვირეულის ფარგლებში
22 ივლისს სასამართლომ 14-დღიანი პატიმრობა
22 ივლისს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სროლის