

გორის გვირაბებში დაზიანებული საფარის აღდგენა (ორმოულის შეკეთება) და სხვა საჭირო სამუშაოების ჩატარება იგეგმება.
სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა და მოძრაობის გადართვა დროებით შემოსავლელ გზაზე.
სენაკი-თბილისის მიმართულებაზე სავალი ნაწილის ჩაკეტვა საჭიროა 17 ივნისს 08:00 სთ-დან 20 ივნისის ჩათვლით, რა დროსაც საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
თბილისი-სენაკის მიმართულებაზე სავალი ნაწილის ჩაკეტვა საჭიროა 22 ივნისს 08:00 სთ-დან 25 ივნისის ჩათვლით, რა დროსაც თბილისი-სენაკის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი – შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.