

ხარაგაულის სპორტულ დარბაზში, 2014 წლის აპრილიდან, სპორტული ინვენტარით აღჭურვილი ფიტნეს დარბაზი ფუნქციონირებს. წლების განმავლობაში ამ დარბაზს, უმეტესად, ხარაგაულის სპორტსკოლის მოსწავლეები იყენებენ.
2026 წლის იანვრიდან ფიტნესდარბაზში სპორტული ინვენტარი განახლდა. სპორტის ცენტრის ბიუჯეტიდან ამ მიზნით 21 890 ლარი გამოიყო. დარბაზი აღიჭურვა: 5, 10, 15 და 20 კგ-იანი ჰანტელებით; 16, 24 და 32 კგ-იანი გირებით, მოხრილი ღერძით, ოლიმპიური შტანგითა და ღერძით, სარბენი ბილიკით. მომავალში სურვილი აქვთ, შეიძინონ შტანგის ქამარი.
სავარჯიშო ოთახით სარგებლობა სპორტდარბაზის მოსწავლეებისთვის უფასოა, ხოლო სხვა დაინტერესებული პირებისთვის – ფასიანი. 40 ლარიანი აბონემენტით თვეში 16-ჯერ შეგიძლიათ ივარჯიშოთ. ამჟამად ამ შესაძლებლობით მხოლოდ ორი ადამიანი სარგებლობს.
ყველაზე მოთხოვნადი სავარჯიშო მოწყობილობა სარბენი ბილიკია. აღსანიშნავია, რომ სპორტის ცენტრში სხვადასხვა წრეებზე მოსწავლეთა რაოდენობამ იმატა. მოსწავლეები კმაყოფილები არიან განახლებული ინვენტარით. თავიანთი მწვრთნელების მეთვალყურეობით ვარჯიშობენ როგორც მკლავჭიდის წრის, ისე ჭიდაობისა და ფეხბურთის წრის მოსწავლეები.
თუმცა, პრობლემაა ის, რომ ხარაგაულის სპორტის ცენტრში ფიტნეს ინსტრუქტორი არ ჰყავთ.
ნინო ტაბატაძე
ლუკა თაბუკაშვილი
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.