

2026 წლის 27 აპრილს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, მიწვეული იყო შეხვედრაზე ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან.
ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას აქვეყნებენ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია:
„2026 წლის 27 აპრილს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, მიწვეული იყო შეხვედრაზე ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან. მათ შორის შედგა საფუძვლიანი საუბარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ევროკავშირი საქართველოს გვერდში უდგას და ეხმარება დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში. ევროკავშირმა არაერთხელ საქართველოს წინსვლის სურვილი დაადასტურა.
ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, გვჯერა, რომ ევროკავშირს წევრობა ქვეყნისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს.
ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ნამდვილ ერთგულებას და ხელშესახებ რეფორმებს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას. უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას.
ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს. გვსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კი მიიჩნევს, რომ „ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები, ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას“.
ფოტო – საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუქგვერდიდან
დღეს, 27 აპრილს, ხარაგაულში ველომარათონი გაიმართა. ღონისძიებაში 18 მონაწილე ჩაერთო.
ხვალ, 2026 წლის 28 აპრილს, საპატრიარქოსი წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა შეწყვიტა საქმის წარმოება სარჩელზე,
პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც 23 ივნისის შემდეგ პატიმარია და ახლა
მიმდინარე კვირას აღინიშნა ევროპის იმუნიზაციის კვირეული, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა