

დღეს, 14 აპრილს, საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით ხარაგაულის #2 და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლების მეოთხეკლასელებმა ხარაგაულის კინოთეატრში ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები წარმოგვიდგინეს.
ილია ჭავჭავაძემ ქართულ ენას „ღვთაებრივი საუნჯე“ უწოდა, ლადო ასათიანმა – „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“, მშობლიური ენის სიწმინდის დაცვისთვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორც ხმლით დაცვა საკუთარი სამშობლოსი, – ამბობდნენ მოსწავლეები.
უმცროსკლასელებმა ღონისძიება ქართული ენისადმი მიძღვნილი სიმღერებით გაალამაზეს მუსიკის პედაგოგების – რუსუდან თაბაგარისა და მზია კუპრაძის მხარდაჭერით.
პედაგოგებმა ნინო ფცქიალაძემ და ნანა კვინიკაძემ აღნიშნეს, რომ მასწავლებლის ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა, მომავალ თაობას მშობლიური ენის სიყვარული ჩაუნერგოს.
ღონისძიების მონაწილეებმა გაიხსენეს ისტორია, თუ რატომ დაწესდა ქართული ენის დღის აღნიშვნა 14 აპრილს:
1978 წლის 14 აპრილს თბილისში სტუდენტები ქართული ენის დასაცავად საპროტესტო მსვლელობით გამოვიდნენ. მაშინდელი კონსტიტუციის ახალი პროექტის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო ენად რუსული ენა ცხადდებოდა.
ეს განზრახვა მაშინ საქართველოს მოსახლეობამ თბილისში მასობრივი გამოსვლებით გააპროტესტა. ხელისუფლება იძულებული გახდა, უკან დაეხია და საქართველოში სახელმწიფო ენად ქართული ენა დაეტოვებინა.
14 აპრილი ქართული ენის დღედ 1990 წლიდან დაწესდა.
„ძალიან ცოტა ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც საკუთარი ენა და დამწერლობა გააჩნია, – აღნიშნა ღონისძიებაზე ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ, – ჩვენ ბრძოლა დაგვჭირდა ენის დასაცავად და მაშინ მთელი ერი გაერთიანდა. ერთიანობით შევძელით თვითმყოფადობის შენარჩუნება“.
მარინა ვეფხვაძის ინფორმაციით, ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა სკოლაში გაიმართა.
ღონისძიებას, მოსწავლეთა მშობლებთან ერთად, ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ მოსწავლეებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს საქართველოს ისტორიისთვის მნიშნელოვანი თარიღის საინტერესოდ წარმოდგენისთვის.
დღეს, 14 აპრილს, საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით ხარაგაულის #2 და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლების მეოთხეკლასელებმა ხარაგაულის […]
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.