

ექვსი თვის წინ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელს ხევის საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის საპილოტე პროექტი უნდა დაწყებულიყო. შენობის არქონის გამო ეს პროექტი ვერ ხორციელდება და საჭირო აპარატურა ამ ამბულატორიის ექიმის, ია პაქსაშვილის საცხოვრებელ სახლში ინახება.
მეხუთე წელია, ხევის ამბულატორიის ექიმი და ექთანი – ია პაქსაშვილი და ლალი ნოზაძე საქმიანობას ხევში, დაქირავებული სახლის ერთ ოთახში აგრძელებენ.
„ძალიან ცუდ სამუშაო პირობებში ვართ, – ამბობს ია პაქსაშვილი, – სახლის ერთი ოთახი, სადაც პაციენტებს ვემსახურებით, არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამება. იმ ერთ ოთახში ვიღებთ ყველა პაციენტს, ვატარებთ აცრებს; იმავე ოთახშია განთავსებული ასაცრელი მასალის შესანახი მაცივარი. ზამთრობით ოთახს დენის პატარა გამათბობელით ვათბობთ. ხევის თემის სოფლების მაცხოვრებლები პირველად სამედიცინო მომსახურებას არასათანადო პირობებში იღებენ.
მშენებელს რომ მოვკითხე, როდის დაასრულებთ მშენებლობას-მეთქი, მიპასუხა, თქვენს წინაშე არანაირი პასუხისმგებლობა არ მაქვსო. ახლა, უნალექო ამინდები რომ იყო, კედლების შენება გააგრძელეს. ძალიან გამიხარდება, თუ ვინმე ხევის საექიმო ამბულატორიის მშენებლობის დამთავრების ზუსტ თარიღს მეტყვის“.
როდის დასრულდება ხევის საექიმო ამბულატორიის მშენებლობა, – ამ შეკითხვით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივმართეთ. სამინისტროსგან პასუხს მიღებისთანავე გაცნობებთ.
რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოქცეული ხევის საექიმო ამბულატორია 2021 წელს დაანგრიეს. ამბულატორიისთვის ახალი შენობის აგება რიკოთის ავტობანის მშენებელი ჩინური კომპანიის დაკვეთით 2023 წლის სექტემბერში დაიწყო და 2024 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო.
მშენებელი კომპანიების, – „აკა კონტრაქშენისა“ და მისი ქვეკონტრაქტორის, „ენერჯი გრუპის“ წარმომადგენლები მშენებლობის გაჭიანურების მიზეზად ხან ჩინური კომპანიისგან თანხების დაგვიანებით ჩარიცხვას ასახელებდნენ, ხანაც – უამინდობას.
ექვსი თვის წინ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელს ხევის საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის საპილოტე პროექტი უნდა დაწყებულიყო. შენობის არქონის გამო ეს პროექტი ვერ […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უფასო სასადილოს პროგრამას 2009 წლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2025 წელს
საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში