

მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში – 2025 წლის 30 ნოემბრისთვის ვერ დასრულდა.
ამ გზის მშენებელი კომპანია „New Road“-ის ინჟინერი ბექა აღნიაშვილი ამბობს, რომ „სამუშაოების გახანგრძლივება პროექტის ცვლილებამ გამოიწვია. ამ გზის 15 კმ-იანი მონაკვეთი მოასფალტებულია. დარჩენილ 10 კმ-ზე გზა გამზადებულია ასფალტის დასაგებად. დასრულებულია ხელოვნური ნაგებობების 95%-ის მშენებლობა.
ჩუმათელეთში მეწყრულ მონაკვეთებზე დამატებით საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება და ამ ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები 2026 წელს დაიწყება. რამდენიმე ადგილზე, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, დაემატა საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები და სხვ.“
ბექა აღნიაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, შპს „New Road“-მა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა, ხელშეკრულების ვადის გასახანგრძლივებლად. მშენებელი კომპანია ამ ვადის 2026 წლის სექტემბრამდე გაგრძელებას ითხოვს.
72 წლის ექიმ-პედიატრს, აკადემიკოს გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილს სასამართლომ
კიცხის საჯარო სკოლაში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა პროექტის „სურსათის საიდუმლოებები
22 წლის დავით ბლიაძე ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარაგაულის
დაიწყო ზაფხულის სიცხეები და შესაბამისად, სახლებსა