

13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო კრება გაიმართა.
ყოველწლიურ კრებაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს:
თბილისის კვოტით – ნათია ამირანაშვილი („პუბლიკა“);
რეგიონების კვოტით – ლელა დუმბაძე („ბათუმელები“, ბათუმი) და თემო ინასარიძე (ფრილანსერი, ახალციხე).
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ ამ საბჭოს წევრებმა ერთი წლით „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქტორი, თინათინ ზაზაძე აირჩიეს.
ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის საბჭოში 9 წევრია: ნანა ბიგანიშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, ნინო გელაშვილი, ირაკლი მსხილაძე, ლელა დუმბაძე, თემო ინასარიძე, თიკო დავაძე და ნათია ამირანაშვილი.
ფოტოზე: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო