

ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის კინომოყვარულთა წრის მიერ გადაღებული ფილმი „ნაპრალები“ საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალში „ოქროს პეპელა“ მონაწილეობდა.
ამ ფილმმა ნომინაციაში – „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“ გაიმარჯვა.
ფესტივალში 15 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველოდან – 6 რეგიონი. ფესტივალზე ათ ნომინაციაში 150-მდე ფილმი იყო წარდგენილი.
ვულოცავთ გამარჯვებას ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის კინომოყვარულთა წრის მოსწავლეეებს, მათ პედაგოგს ლიკა ხიჯაკაძეს და მოსწავლეთა სახლის ყველა თანამშრომელს.
ფილმი „ნაპრალები“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამეწყრილი სოფლიდან იძლებით წამოსული გოგონას ფიქრებსა და განცდებზე მოგვითხრობს.
ფოტოზე: ფილმ „ნაპრალების“ გადაღების დროს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.