

ოთხშაბათს, 3 დეკემბერს, თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“-ში გაიმართება ხარაგაულის თეატრის სპექტაკლი „მშვიდობით, თემურ!“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე)
დასაწყისი – 20:00.
ბილეთები იყიდება საიტზე biletebi.ge
მთავარ როლებში: ვასილ კიკნაძე, ბათუ კიკნაძე, ირინე ჩხეიძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი;
როლებში: დავით ჭყოიძე, მაია ბერაძე, ლია ჭიპაშვილი.
ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ!“ მოგვითხრობს ადამიანზე, რომელმაც თავის მოკვლა გადაწყვიტა. მის გარშემო მყოფი ადამიანები კი მისი ტრაგედიის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენებას ცდილობენ.
ადამიანების გულგრილობა, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი, – ესაა პიესის მთავარი სათქმელი. ამიტომაც ეს კომედია არა მხოლოდ გვაცინებს, არამედ მწარედაც დაგვაფიქრებს.
სპექტაკლის ბილეთების შესაძენად ბმული იხილეთ პირველ კომენტარში.
არ გამოტოვოთ ეს შანსი – ნახეთ ხარაგაულის თეატრის რეჟისორ ირინე ჩხეიძის დადგმული სპექტაკლი „მშვიდობით, თემურ!“ თბილისში 3 დეკემბერს, 20:00 სთ-ზე, ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ხარაგაულის თეატრის პრემიერა იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.